hirq
← All jobs

Academy of Digital Industries

Sales Mentor GEO

Tbilisi, Tbilisi, Georgia · Remote · freelance · Operations

Apply well, not just fast

Create a free account and upload your resume to get a match score, keyword gaps, a tailored resume, a cover letter and interview prep for this job.

About the role

CRMSalesforceHubSpot
ვინ ვართ ჩვენ? ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას. დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა. 2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა. ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას. ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან. როლის მიმოხილვა ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენტორს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს თანამედროვე გაყიდვის ტექნიკებს, CRM სტრატეგიებს და ციფრულ ინსტრუმენტებს. იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სწავლების გამოცდილება ამ მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: - გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის, - ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს - სტუდენტებისთვის თანამედროვე CRM სისტემების (მაგალითად Salesforce, HubSpot, Pipedrive, Zoho) ეფექტურად გამოყენების სწავლება. - რეალური და პრაქტიკული მაგალითების გაზიარება - სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტექნიკური უნარების ხელშეწყობა. - მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ კურსის ხარისხი და თანამედროვე მიდგომები.