hirq
← All jobs

Wolt High Volume

Grocery/Warehouse Associate - შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი

Tbilisi, Georgia · On-site · Order Fulfillment

Apply well, not just fast

Create a free account and upload your resume to get a match score, keyword gaps, a tailored resume, a cover letter and interview prep for this job.

About the role

⭐ შემოგვიერთდი Wolt Market-ის გუნდში! ⭐ გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის? თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში! 🤩 ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი - დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს! ⏰ სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი - 5 დღე კვირაში) - 08:00–17:00 - 11:00–20:00 - 14:00–23:00 - 17:00–02:00 - 23:00–08:00 📍 Wolt Market-ის ფილიალები: - სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო) - მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო) - სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი) - მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი) - ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი) - ბარათაშვილი (რიყე) 💙 რას გააკეთებთ ყოველდღიურად - შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში - შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის - პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება - პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი - მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება - მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა 🌟 ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ: - ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული - მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე - ტექნოლოგიები არ გაშინებთ - პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას - შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლბეში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, max 40 სთ/კვირაში) - სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო - თავისუფლად ფლობთ ქართულს; ინგლისურს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად - გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება 🎁 თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ: - სამედიცინო დაზღვევით - ანაზღაურებადი შვებულება - წელიწადში 24 დღე - Wolt კრედიტების ქეშბექით - სპორტული შეთავაზებებით - კორპორატიული წვეულებებით🎉 - განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash .